მოსწავლეთა დებატები აჭარაში
2012 წლის 10 მაისს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები, ია ანთაძე და თამარ მოსიაშვილი, აგრეთვე, პარტნიორი ორგანიზაციის – დემოკრატიის ინსტიტუტის – წარმომადგენლები დაესწრნენ მოსწავლეთა ფორმალურ დებატებს აჭარაში, კერძოდ, სოფელ ფერიისა და ქედის საჯარო სკოლებში.დებატები ჩატარდა პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება“ ფარგლებში. სოფ. ფერიის სკოლაში დებატების თემა იყო: ,,მოსწავლე უნდა დაისაჯოს თუ არა მსუბუქი დანაშაულისთვის“, ხოლო ქედის სკოლაში – „ნარკომანია: ავადმყოფობა თუ დანაშაული?“.დებატებისთვის თემები თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს. ორივე სკოლის გუნდში იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ კარლ პოპერის ფორმალურ დებატებში მონაწილეობის გამოცდილება და იყვნენ მათი თანატოლები, რომლებიც მსგავს ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდნენ. (დაწვრილებით…)











