სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი თანამშრომლობას გთავაზობთ
2012 წლის 21 და 22 სექტემბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აწყობს თბილისის საზოგადოებასთან და მედიასთან ოთხ შეხვედრას სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ (რუსთაველის გამზირი 13), თამარ მეფის დარბაზში.
შეხვედრები გაიმართება გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტების თანამშრომლობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად.
პროექტი ხორციელდება საქართველოს 11 ქალაქში. უკვე ჩატარდა შეხვედრა 1200 მოქალაქესთან გორში, გურჯაანში, ახალციხეში, ხარაგაულში, ქუთაისში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში.
21-22 სექტემბერს უკვე თბილისის საზოგადოებას ვთავაზობთ, ჩაერთონ არჩევნების გაშუქების ერთიან სისტემაში და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მასალა, როგორც მოქალაქე ჟურნალისტებმა (დაწვრილებით…)












