Welcome to Delicate template
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header

ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა
(მე-14 პერიოდი: 28 სექტემბერი-11 ოქტომბერი, 2012 წ.)

იხილეთ კვლევა

ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების  შესაბამისობის კვლევა
(მე-13 პერიოდი: 14-27 სექტემბერი, 2012 წ.)

იხილეთ კვლევა

2012 წლის 19 ოქტომბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, გამართა შეხვედრა ზოგადი განათლების სისტემის მართვის საკითხებზე. შეხვედრა მოეწყო პროექტის – ,,მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისთვის“  – ფარგლებში.  პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

შეხვედრია მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა: ბატონმა გიორგი მამულაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე: ია ანთაძე. ინსტიტუტის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ მოსიაშვილმა, შეკრებილ სტუმრებს გააცნო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საქმიანობის პრიორიტეტები. (დაწვრილებით…)

ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა

 

(მე-12 პერიოდი: 31 აგვისტო-13 სექტემბერი, ,2012 წ.)

იხილეთ კვლევა

2012 წლის 19 ოქტომბერს 14:00 საათზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მართავს შეხვედრას ზოგადი განათლების სისტემის მართვის საკითხებზე. შეხვედრა ეწყობა პროექტის - ,,მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისთვის“  - ფარგლებში.

შეხვედრაში მონაწილეობენ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დოკუმენტების ავტორები. (დაწვრილებით…)

გ.გ.-4

2012 წლის 6 და 7 ოქტომბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა,  ქ.თბილისში ჩაატარა ტრენინგი სამოქალაქო განათლებაში. ტრენინგ პროგრამა სპეციალურად საქართველოში ევრო კომისიის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს“  ფარგლებში მოამზადა მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი გახელაძემ.

ტრენინგს ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. თბილისის საჯარო ასევე, კერძო სკოლებიდან.

 

(დაწვრილებით…)

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, 2012 წლის 22-23 სექტემბერს ქ.თბილისში ჩაატარა ტრენინგი წიგნიერებაში. ტრენინგ პროგრამა სპეციალურად „ღია საზოგადოების ინსტიტუტი“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის: „არც ერთი ბავშვი ზოგადი განათლების გარეშე (წიგნიერების, მათემატიკური წიგნიერების და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების საბაზისო მოდელის შემუშავება)“ ფარგლებში მოამზადა წიგნიერების ექსპერტმა ქეთევან თოფაძემ.

ტრენინგს ესწრებოდნენ თბილისა და რეგიონების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.

(დაწვრილებით…)

პროექტი – ,,დებატები განათლებისა და ინტეგრაციისათვის“ წარმატებით მიმდინარეობს ქუთაისის, თელავისა და რუსთავის საოჯახო ტიპის ბავშვთა დაწესებულებებში.
სექტემბრის დასაწყისიდან დებატების ტრენერები ატარებენ გაკვეთილებს და ასწავლიან ახალბედა მოდებატეებს ცივილური კამათის ხელოვნებას. მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ ამ სიახლეს თავიანთ სახლებში და ელოდებიან ყოველ მომდევნო შეხვედრას. დებატების მეცადინეობებისათვის ტრენერები ქმნიან პოზიტიურ გარემოს, ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი და განავითაროს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი.

- “ძაან მაგარია!!!” – ასეთი იყო მოზარდთა რეაქცია პირველივე შეხვედრაზე ქუთაისში. ქუთაისში მომუშავე ტრენერი, ეთერ კვახაძე განმარტავს, რომ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების პატარა მაცხოვრებლები მოკლებული არიან განსხვავებულ საგანმანათლებლო მიდგომებს და მოქცეული არიან სტანდარტული საგანმანათლებლო პროცესის ჩარჩოებში.
რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ ერთ–ერთმა გოგონამ განაცხადა: „იმედი მაქვს რომ დებატების სწავლა დამეხმარება სკოლის საგნების მეცადინეობისას, თუნდაც იმიტომ რომ კარგად დავგეგმო მეცადინეობის დრო და ხანგრძლივობა”. (დაწვრილებით…)

პროექტის ,,მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისთვის“ მიზანია სკოლის ავტონომიის გაძლიერება.
პროექტი ხორციელდება თბილისსა და ბათუმში
ხანგრძლივობა: 2012წ-2014წ
პარტნიორები: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ სტუდია მონიტორი“, ჟურნალი „ლიბერალი“ და გაზეთი „ბათუმელები“
კანონით განსაზღვრული საჯარო სკოლის დეცენტრალიზებული მმართველობის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია დიალოგი გადაწყვეტილების მქონე პირებთან, ადვოკატირების პროცესში მასწავლებლებისა და მედიის მონაწილეობა. (დაწვრილებით…)

ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა

 

(მე-11 პერიოდი:  17-30 აგვისტო, 2012 წ.)

იხილეთ კვლევა