2013 წლის 9-10-11 თებერვალს ქ. თბილისში, სასტუმრო თორში, პროექტის „ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი: „სასიცოცხლო უნარები“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ტრენინგში ჩართული იყვნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის პედაგოგები. მსმენელებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სასიცოცლო უნარების სახელმძღვანელო. ტრენინგს უძღვებოდა განათლების ექსპერტი თამარ ხატიაშვილი.
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი სასიცოცხლო უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიღება, ასერტიული ქცევა, კონფლიქტების მართვა. ტრენინგის მონაწილეებს მრავალფეროვან სატრენინგო მასალასთან ერთად დაურიგდათ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნი – ”ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი”.







