2013 წლის 9 და 10 თებერვალს ქ.გორში ჩატარდა ტრენინგი: „კლასის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბილიკის” საკონფერენციო დარბაზში. ტრენინგში ჩართული იყვნენ: საჯარო სკოლის, კერძო სკოლის და საპატრიარქოს სკოლის პედაგოგები. ტრენინგი დაიწყო მსმენელთა რეგისტრაციით, მისალმებით, გაცნობის აქტივობით. მსმენელებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები. შემდეგ მოხდა ტრენინგ-პროგრამის პრეზენტაცია. ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა ექსპერტმა მანანა ბოჭორიშვილმა.
ტრენინგი მიმდინარეობდა აკრედიტებული მოდულის შესაბამისად. ტრენინგის მონაწილეებს მრავალფეროვან სატრენინგო მასალასთან ერთად დაურიგდათ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება” ფარგლებში მომზადებული წიგნი ”ბავშვზე ორიენტირებუ;ი სკოლის გზამკვლევი”.







