Welcome to Delicate template
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header

 სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განცხადება

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, გაეროს დემოკრატიის  ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და   სამართლიანი არჩევნებისთვის“.

პროექტის საქმიანობაში ჩართული იყო 22 ჟურნალისტი საქართველოს 11 ქალაქიდან, რომლებმაც კოორდინირებულად გააშუქეს როგორც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, ასევე, არჩევნების დღე. წინასწარი გეგმის მიხედვით, არჩევნების თემაზე  110 სტატია უკვე დაიწერა და გამოქვეყნდა.

ამჟამად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს 3 საგაზეთო სიღრმისეულ რეპორტაჟზე, რომლებიც ვრცლად ასახავენ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს (შესაძლებელია, მასალებში მოხვდეს როგორც არჩევნების წინა პერიოდი, ასევე – არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდიც).

კონკურსში მონაწილობს გეგმა–პროექტები, რომლებიც უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

  • პირველი ნაწილი: შესავალი, სადაც აღწერილი იქნება პრობლემა;
  • მეორე ნაწილი: სტატიის სტრუქტურა;
  • მესამე ნაწილი: სტატიის მომზადების გეგმა, რომელიც ემსახურება სტატიის წინასწარ შედგენილი სტუქტურის ხორცშესხმას (აქტივობები, დროში გათვლილი გრაფიკი, ბიუჯეტი)
  • მეოთხე ნაწილი: წყაროები (ადამიანები, დოკუმენტები, ორგანიზაციები);
  • მეხუთე ნაწილი – კვლევის გეგმა: ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებასაც აპირებს ჟურნალისტი (შედარებითი ანალიზი, რესპონდენტების დაბალანსებული სპექტრი, სტატისტიკური მონაცემები, ინფორმაციის განზოგადების კრიტერიუმები, მონაცემთა ქრონოლოგიური სპექტრი და ა.შ)
  • მეექვსე ნაწილი: აპლიკანტის საარჩევნო თემატიკაზე მუშაობის გამოცდილების აღწერა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 1 თებერვალი, 2013 წელი.

კონკურსანტებისთვის შედეგები 5 თებერვალს გახდება ცნობილი.

საბოლოო მედია–პროდუქტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 აპრილი. კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მუშაობის პროცესში კონსულტაციებისთვის მიმართონ მენტორს. საგრანტო კონტრაქტში, რომელიც გამარჯვებულ ჟურნალისტებთან გაფორმდება, დეტალურად იქნება განმარტებული, თუ რა სიხშირით და რა საკომუნიკაციო საშუალებებით შეძლებენ ისინი მენტორთან დაკავშირებას.

კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებით მოხდება საკონკურსოდ წარმოდგენილი გეგმა–პროექტის შერჩევა:

 

  1. წარმოდგენილი პროექტის რეალისტურობა:
  • შესასრულებელი სამუშაოს დასახულ ვადაში შესრულებადობა;
  • ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა მოცემული სამუშაოს ფარგლებში შესასრულებელი ამოცანებისა და მოთხოვნილი ბიუჯეტის ფარგლებში;
  • რესპონდენტებთან დაკავშირების და მათგან ადეკვატური ინფორმაციის მიღების შანსის რეალისტურად შეფასება;
  • ბიუჯეტი, ერთი მხრივ, საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ  დასახული ამოცანები შესრულდეს და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის მუხლები არ უნდა აღემატებოდეს საშუალო საბაზრო ფასებს;
  • ბიუჯეტის მუხლები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ დასახული ამოცანების შესრულებას და ეს უნდა იყოს მკაფიოდ ინტერპრეტირებული;
  • განაცხადს აუცილებლად უნდა ახლდეს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის თითოეული მუხლი უნდა იყოს ინტერპრეტირებული ამ სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაში.

2.   ინფორმაციის წყაროების სიმრავლე და დაბალანსებულობა;

  • ობიექტური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა;
  • ინფორმაციის წყაროს  ნამდვილობა და ამის დოკუმენტირების შესაძლებლობა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, იყოს გამოთხოვილი.

 

  1. წარმოდგენილი პროექტის კრეატიულობა:
  • როგორ არის სტრუქტურირებული;
  • რამდენად იძლევა პროექტი დასმული ამოცანის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების დაბალანსებულად წარმოდგენის შესაძლებლობას;
  • როგორ არის პრობლემა დასმული. რამდენად აქვს ჟურნალისტს პრობლემის სისტემური ხედვა.
  • რამდენად ხედავს ჟურნალისტი ძირითადი პრობლემის მკვეთ პრობლემებს
  1. ჟურნალისტის სამუშაო გამოცდილება მოცემულ სფეროში (ეს არის ერთ–ერთი დამატებითი კრიტერიუმი პროექტის რეალისტურობის და პოტენციური წარმატებულობის შესაფასებლად).

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს და ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საარჩევნო თემაზე მუშაობის გამოცდილება (მათ შორის, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე არიან ჩართულნი პროექტის განხორციელებაში).

 

კონკურსის პირობები ითვალისწინებს წერილის წარმოდგენას რომელიმე მედიასაშუალებიდან, რომელიც ადასტურებს ამ მედიასაშუალების მზადყოფნას, გამოაქვეყნოს გრანტის ფარგლებში მომზადებული სიღრმისეული რეპორტაჟი.

 

თითოეული საგაზეთო პუბლიკაციისთვის გათვალისწინებულია   500 აშშ დოლარი (Gross).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

info@cdi.org.ge; 0160, თბილისი, ვაჟა ფშაველას 7/7.

(+995)18 36 36; (+995) 99 54 50 84;

 

 

პატივისცემით,

ია ანთაძე

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი