ტელეკომპანიების და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის სახელწოდებაა: „ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში“. პროექტის შინაარსი გულისხმობდა აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით 7 ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო პროგრამის მონიტორინგს. მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდება თითოეული ტელეკომპანიის მხრიდან საზოგადოებისთვის ყოველი ორი კვირის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად მიწოდებული თემა.
„მკვრივი“ თემების გამოვლენისთანავე მოხდება ამ თემების რანჟირება თბილისში რეპრეზენტაციულად შერჩეული 400 რესპონდენტის მიერ. ეს საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ ორი სურათი: რას აწოდებს მოსახლეობას ორი კვირის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურ თემად ესა თუ ის ტელევიზია და რას ირჩევს მნიშვნელოვან თემებად თბილისის მოსახლეობა.
წიგნში “ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა“ თავმოყრილია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მონიტორინგის 15-ვე პერიოდი. ასევე, ის ძირითადი ტენდენციები და მიგნებები, რაც გამოიკვეთა მონიტორინგის და საზოგადოების გამოკითხვის შედეგად.






