Welcome to Delicate template
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header

2012 წლის 1და 2დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი: „კლასის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“, ქ.თბილისში სასტუმრო `გეორგია~-ს საკონფერენციო დარბაზშიტრენინგში ჩართული იყვნენ: საჯარო და კერძო სკოლის  პედაგოგები. ტრენინგზე   კოორდინატორმა თამარ მოსიაშვილმა  მსმენელებს გააცნო პროექტის: „საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“ მიზნები და ამოცანები, ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავებულ უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი და უსაფრთხო სკოლის კვლევის შედეგები..

აღნიშნული ტრენინგი ჩაატარა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მწვრთნემა მანანა ბოჭორიშვილმა.

2012 წლის 1 და 2 დეკემბერს ქ.სენაკში საქართველოს საპატრიარქოს, ბერი ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა აკრედიტებული ტრენინგი თემაზე: „კლასის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“. ტრენინგი სკოლა-ლიცეუმის მიწვევით ჩატარდა სკოლის პედაგოგებისათვის, რომელიც ჩაატარა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მწვრთნელმა ნათია ნამიჭეიშვილმა. ტრენინგის მონაწილეებს მრავალფეროვან სატრენინგო მასალასტან ერთად დაურიგდათ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტ: „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება ფარგლებში მომზადებული გზამკვლევი.