2012 წლის 19 ოქტომბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, გამართა შეხვედრა ზოგადი განათლების სისტემის მართვის საკითხებზე. შეხვედრა მოეწყო პროექტის – ,,მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისთვის“ – ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.
შეხვედრია მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა: ბატონმა გიორგი მამულაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე: ია ანთაძე. ინსტიტუტის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ მოსიაშვილმა, შეკრებილ სტუმრებს გააცნო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საქმიანობის პრიორიტეტები.
შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხო სკოლის არსებული პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი, რომელის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გაუმჯობესების გზების შეთავაზება. დოკუმენტის ავტორებმა: სოფიო გორგოძემ და სიმონ ჯანაშიამ (რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან სკაიპის საშუალებით ჩაერთო შეხვედრას) ისაუბრეს ალტერნატიული დოკუმენტის სპეციფიკაზე და პასუხი გასცეს დარბაზის შეკითხვებს.
ნათია ანდღულაძემ, რომელმაც პროექტის ფარგლებში დაგეგმა და ჩაატარა კვლევა „უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში: წინაპირობა, შედეგები და დამოკიდებულებები“ საზოგადოებას წარუდგინა მისი შედეგები.
„საჯარო სკოლაში შიდაკონტროლის მექანიზმები და მართვის სტილი საქართველოში“ – ამ თემაზე ესაუბრა მოწვეულ სტუმრებს თამარ მოსიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკითხით დაინტერესებული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. დამსწრე საზოგადოებას გადაეცა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ პრექტის ფარგლებში გამოცემული: „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი“







