Welcome to Delicate template
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header
Just another WordPress site
Header

N40  ახალქალაქის საარჩევნო ოლქის   N01  საარჩევნო უბნის ოქმზე არის რამდენიმე გრაფაში ცაშწორებული ციფრები. ცესკოს საიტზე ოქმს არ ახლავს შესწორების ოქმი.

4 ოქტომბერს ღამით წვიმა ჩამოვიიდა თბილისში ახალაშენებულ იუსტიციის სახლში. თანამშრომლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დილით დაგვიანებით დაიწყეს.

თელავის რაიონის სოფელ ვანთაში პირველ ოქტომბერს ღამით – ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ – სოფლის ცენტრში ნამდვილი ცეკვა-თამაში გამართულა; ხოლო მეორე დღეს უქეიფიათ სერიოზულად, ტორტებიც კი გამოუცხვიათ. შესაძლოა, ვანთა ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც სიხარული ასე გამოხატეს.

3 ოქტომბერს, საღამოს 6 საათისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში შეიკრიბენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან, სოფლების რწმუნებულები და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. საკრებულოს წევრები და რწმუნებულები შორეული სოფლებიდანაც მოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა პირად საუბარში განაცხადა, რომ დაიბარეს თათბირზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, 6 საათზე უნდა გამართულიყო.
საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან კაბინეტში სათითაოდ შედიოდნენ, თუმცა რაზე საუბრობდნენ იქ, ჩვენთან საუბარში ნათლად და კონკრეტულად არავინ განმარტა.
დაახლოებით 6 საათისთვის ჩასხდნენ ავტომანქანებში და გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ. სავარაუდოდ, ისინი სუფრასთან შეიკრიბენ.

საბოლოო შემაჯამებელ ოქმში რეგისტრატორის ბეჭდის ნომერი არის გადასწორებული, რაც კატეგორიულად აკრძალულია, შესწორება ფიქსირდება მხოლოდ შესწორების ოქმში.

ქ. გურჯაანში # 49 საარჩევნო უბანზე მივიდა ვახტანგ ჭუნიაშვილი, რომელიც იმყოფებოდა საკონსულოს მიერ აღწერილთა სიაში და წესით ხმა უნდა მიეცა საზღვარგარეთ, მაგრამ მან საქართველოში საზღვარგარეთის პასპორტით მისცა ხმა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარეს ხელთ არ ჰქონდა ამ პიროვნების ბეჭედდარტყმული პასპორტის ასლი. ასეთ შემთხვევებს აწესრიგებს საარჩევნო რეგულაცია, რაც იყო დარღვეული ამ კონკრეტულ შემთხვევაში.. ფაქტის შესახებ უბანზე დაიწერა საჩივარი

ქ. გურჯაანში #23 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაზე მდივანსა და თავმჯდომარეს არ ჰქონდათ ხელი მოწერილი, რომელიც კანონდარღვევად ითვლება. ამ დარღვევაზე დაიწერა საჩივარი.

კახეთში საარჩევნო საუბნო კომისის თავმჯდომარეებს წინასწარ მიაწოდეს შემაჯამებელი ოქმის არა მხოლოდ დედანი, არამედ ასლები, რომლებზეც ბიულეტინების დათვლის შედეგად მიღებული მონაცემები უნდა შეეტანათ, შემაჯამებელი ოქმის დედნის შევსებამდე. ოქმის ასლზე კომისიის წევრების მიერ ხელმოწერებიც უნდა გაეკეთებინათ და მხოლოდ შემდეგ გადაეტანათ მონაცემები დედანში. ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს დღის განმავლობაში ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ სავარაუდო შედეგების შესახებ, ასევე თავმჯდომარეს სთხოვეს ზუსტად რვა საათზე ვიდეოკამერების გამორთვა, შემაჯამებელი ოქმების ასლების შევსება და ასლში დაფიქსირებული მონაცემების მიწოდება ტელეფონის მეშვეობით იმ პიროვნებისათვს, ვინც ტელეფონით ესაუბერებოდა. აევე, თავმჯდომარეს უთხრეს, რომ დედანსი მონაცემებს შეიტანდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ტელეფონით მიაწვდიდნენ ოლქის საერთო შედეგების დაბალანსების შემდეგ. კომისის თავმჯდომარემ არ შეასრულა მოთხოვნები, ვიდეოკამერა არ გამოურთავს ხმების დათვლის პროცესში და დათვლილი მონაცემებიც ასლის მაგივრად შეიტანა პირდაპირ შემაჯამებელი ოქმის დედანში. ტელეფონზე თავმჯდომარეს ისევ დაუკავშირდნენ და როცა გაიგეს, რომ შემაჯამებელი ოქმი უკვე საოლქო კომისიაში იყო გადატანილი, გაღიზიანდნენ, რატომ არ მიაწოდა ეს მონაცემები წინასწარ. ჩემი წყაროს ინფორმაციით, მსგავსი სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა საარჩევნო უბნის კომისიების სხვა თავმჯდომარეებთანაც. საარჩევნო უბნის ზოგიერთი თავმჯდომარე ამ მონაცემებს ტელეფონით წინასწარ აწვდიდა და ზოგი – არა.

საბურთალოს 27-ე უბანი, შანხაი და კომაროვი სერიოზული გაყალბების საშიშროების ქვეშააა. გარშემორტყმულია მოდულის სპეც რაზმით. სანდო და გადამოწმებული წყარო მაქვს.

ხაშურის #3 უბანზე შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი. ისვრიან რეზინის ტყვიებს და გაზი გაუშვეს.