პროექტის – ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს“ – შედეგების პრეზენტაცია
2013 წლის 21 მაისს, 14:00-ზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გამართავს ,,ევროკავშირის’’ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს“ – შედეგების პრეზენტაციას.
მოწვეულ სტუმრებს წარვუდგენთ პროექტის ძირითად შედეგებს, გამოცემულ პუბლიკაციებსა და ვისაუბრებთ მათი დანერგვის აუცილებლობაზე საგანმანათლებლო სფეროში.
თბილისში, მარნეულსა და ამბროლაურში 2012-2013 წელს მუშაობდა საგანმანათლებლო კლუბები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის.
მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ და 150-მდე მასწავლებელმა.
პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის წიგნიერებაში, მათემატიკურ წიგნიერებაში, სასიცოცხლო უნარებში, სამოქალაქო წიგნიერებაში და ინფორმაციულ წიგნიერებაში, სულ 10 სახელმძღვანელო.
მომზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამები თითოეული მიმართულებისთვის.
იხილეთ პრეზენტაციის პრესრელიზი.













