სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მისია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს თავის მისად მიაჩნია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში, რომლის მართვაში თავისუფალი ნებით და რაციონალური მოტივაციით ჩაერთვება ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მთელი მოსახლეობა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღიარებს ინფორმირებული, სამართლიანი არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ცდილობს, ხელი შეუწყოს საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რისთვისაც განსაკუთრებულ ძალისხმევას ეწევა განათლების ადვოკატირებისთვის და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად. 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მუშაობს მთელ საქართველოში და მისი სამიზნე ჯგუფებია: 

  • საქართველოს სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები; 
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები; 
  • ჟურნალისტები; 
  • საქართველოს ელექტორატი.