სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი - სრული აღწერა

სამოქმედო კვლევა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სკოლაში სწავლებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სამოქმედო კვლევის დანერგვა საქართველოს სკოლებში.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2016-2018 წლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და 6 უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ჩავუტარეთ ტრენინგი სამოქმედო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამავე უნივერსიტეტების 24-მა სტუდენტმა საქართველოს 36 საჯარო სკოლაში, ჩვენი ხელმძღვანელობით, განახორციელა სამოქმედო კვლევა.

იმისათვის რომ უფროსმა მასწავლებელმა გადაინაცვლოს შემდეგ კარიერულ საფეხურზე და გახდეს წამყვანი მასწავლებელი, საჭიროა პედაგოგმა განახორციელოს კვლევა. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო სამოქმედო კვლევის (იგივე პრაქტიკული კვლევის) ფართოდ დამკვიდრება, რაც ბუნებრივია მასწავლებლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციისთვის სიახლეს წარმოადგენს. ამიტომმ ნიშვნელოვანია, რომ სკოლის თანამშრომლებმა უფრო მეტი გაიგონ კვლევის ამ მეთოდის შესახებ. უფრო მეტიც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა მასწავლებელთა უმრავლესობისთვის აუცილებელი ხდება კვლევის ჩატარება, ამიტომ კვლევის ამ მეთოდის შესახებ მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი. საჭიროა გარკვეული პრაქტიკული გამოცდილებაც. უშუალოდ კვლევის განხროციელების პროცესში, კი მნიშვნელოვანია სპეციალისტის დახმარება და მასწავლებლის კონსულტირება. რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. საქართველოს ყველა მასწავლებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი კვლევის სპეციალისტებთან ხშირი ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა ისეთი სასწავლო კურსი, რომლის საშუალებითაც, მასწავლებლები შეიძენენ ცოდნას კვლევის ამ ახალი მეთოდის შესახებ და მისი განხორციელების პროცესში მიიღებენ სპეციალისტებისგა ნსაჭირო რჩევებს.

21-ესაუკუნის ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას დროის მცირე დანახარჯებით, მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მათთვის ხელსაყრელ დროს მიიღონ ახალი ცოდნა. მაგ. დღესდღეობით, შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ადამიანი შევიდეს ინტერნეტში და მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. უფრო მეტიც, საკმაოდ მაღალი ტემპებით იკიდებს ფეხს ონლაინ განათლება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია დისტანციურად, მისთვის ხელსაყრელ დროს ჩართოს ის სასწავლო კურსი, რომელიც მას აინტერესებს და შეიძინოს ახალი ცოდნა.

ჩვენ ბუნებრივია გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და შექვმენით საქართველოში პირველი სამოქმედო კვლევის შერეული ფორმატის სწავლების კურსი, რომელიც დაგეხმარებათ ახალი ცოდნის მიღებაში თქვენთვის მოსახერხებელ დროს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. კურსი შესაძლებლობას გაძლევთ შეისწავლოთ სამოქმედო კვლევის განხორციელება და მიიღოთ უკუკავშირი სპეციალისტებისგან კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე.

ჩვენი კურსი შედგება 14 სესიისგან, რომელიც გრძელდება 3 თვის მანძილზე და მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დისტანციურ სწავლებას. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით რა ეტაპებისაგან შედგება სამოქმედო კვლევა; ასევე შეისწავლით როგორ უნდა მოახდინოთ საკლვევი თემისა და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის შერჩევა და მიმოხილვა; როგორ ჩამოაყალიბოთ ძირითადი საკვლევი კითხვა, განსაზღვროთ კვლევის ამოცანები და ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც განახორციელებთ კვლევას; შეისწავლით შეგროვებული მონაცემების ანალიზს და შეძლებთ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენას. რის შემდეგაც მოახდენთ გამოკვეთილ პრობლემებზე რეაგირებას. რასაც სამოქმედო კვლევაში მოვიხსენიებთ როგორც „ინტერვენციას“. კურსი ასევე გასწავლით განხორციელებული ინტერვენციის შეფასებას და ჩატარებული კვლევის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

ჩვენი სასწავლო კურსი მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დისტანციურ სწავლებას. დისტანციური სწავლება შედგება პრაქტიკული დავალებებესგან, ტესტებისგან, ფორუმისგან, რომლის განმავლობაშიც მსმენელები ერთმანეთს გაუზიარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე მწვრთნელებისგან მიიღებთ მუდმივ უკუკავშირს კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშრებით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გექნებათ განხორციელებული კვლევა და მომზადებული გექნებათ კვლევის ანგარიში.

კურსის ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელოს და გადაეცემა კურსის გავლის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი.

კურსს გაუძღვებიან - დავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი და ეკა ქუთათელაძე.

კურსის ღირებულებაა 200 ₾.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/GuzdyP