სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2016-2018 წლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და 6 უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ჩავუტარეთ ტრენინგი სამოქმედო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამავე უნივერსიტეტების 24-მა სტუდენტმა საქართველოს 36 საჯარო სკოლაში, ჩვენი ხელმძღვანელობით, განახორციელა სამოქმედო კვლევა. 

სამოქმედო კვლევის ფართოდ გაცნობის მიზნით, გამოვეცით საქართველოში პირველი, სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო, ხოლო 2018 წლის გაზაფხულიდან, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კურსებს ონლაინ სწავლების ფორმატში. 

ჩვენი კურსი შედგება 14 სესიისგან, რომელიც გრძელდება 3 თვის მანძილზე და მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრებს,  ისე დისტანციურ სწავლებას. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით როგორც კვლვის ეტაპებსა და ინსტრუმენტებს, ასევე მიიღებთ უწყვეტ კონსულტაციებს კვლევის განხორციელების პროცესში.

დისტანციური სწავლება შედგება პრაქტიკული დავალებებესგან, ტესტებისგან, ფორუმისგან, რომლის განმავლობაშიც მსმენელები ერთმანეთს გაუზუარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე მწვრთნელებისგან მიიღებთ მუდმივ უკუკავშირს კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშრებით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გექნებათ განხორციელებული კვლევა და მომზადებული გექნებათ კვლევის ანგარიში.

კურსის ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელოს და გადაეცემა კურსის გავლის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი.

კურსს გაუძღვებიან - დავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი და ეკა ქუთათელაძე.

კურსის დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე.

თუ ხართ სკოლის მასწავლებელი და გადაწყვეტილი გაქვთ განახორციელოთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ან სკოლის საჭიროებათა კვლევა, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.

კურსის ღირებულებაა 200 ₾.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/GuzdyP

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2018 წლის 15 ოქტომბერი.