განათლება

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს სკოლებთან, მასწავლებლებთან, განათლების სპეციალისტებთან და უნივერსიტეტებთან. ამ თანამშრომლობის მიზანია ლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მხარდაჭერა ახალი ცოდნის შექმნისა და გაზიარების საფუძველზე.

საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ჩატარებულია კვლევები, გამოცემულია 25-მდე სახელმძღვანელო, მომზადებულია ტრენინგ-პროგრამები შემდეგ თემებზე: 

  • სამოქმედო კვლევა;
  • საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება;
  • უსაფრთხო სკოლა;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • მედიაწიგნიერება;

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული 45 საჯარო სკოლასთან და 5 უნივერსიტეტთან.