მედია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისთვის თავისუფალი და პროფესიული მედიის მხარდაჭერა უმთავრესი პრიორიტეტია.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მუშაობს სამი მიმართულებით:

▪ ეთიკური ჟურნალისტიკის დამკვიდრება;
▪ მედიამონიტორინგი;
▪ არჩევნების გაშუქება.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაფუძნებას (2008-2009); ბავშვთა საკითხების პროფესიული და ეთიკური გაშუქების სტანდარტის ჩამოყალიბებას (2010-2011); ჩაატარა მედიის მონიტორინგს არჩევნების წინა და საარჩევნო პერიოდში (2010-2014); იკვლევდა ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობას (2012); ორგანიზაციამ პარტნიორებთან ერთად განახორციელა მედიის მხარდაჭერის მრავალკომპონენტიანი პროგრამა (2010-2011); სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, რეგიონულ ჟურნალისტებთან ერთად, გააშუქა 2008 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2010 და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ორგანიზაციამ ტელეკომპანია GDS -თან ერთობლივი სატელევიზო პროექტი განახორციელა 2015 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით.

პროფესიული მედიის მხარდაჭერას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებდა შემდეგი დონორებთან პარტნიორობით: ევროკავშირი; ევროპის საბჭო; გაეროს ბავშვთა ფონდი; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი; კონრად ადენაუერის ფონდი; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; გაეროს დემოკრატიის ფონდი; საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.