« უკან – სამოქმედო კვლევის თეორიული კურსი

ამოსაბეჭდი ვერსია
სამოქმედო კვლევის თეორიული კურსი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს რეგისტრაციას სამოქმედო კვლევის თეორიულ კურსზე. კურსის მსმენელები გაეცნობიან სამოქმედო კვლევის თეორიეულ საფუძვლებს, კვლევის ეტაპებსა და ინსტრუმენტებს.

კურსი თეორიული ხასიათისაა და მოიცავს 2 პირისპირ შეხვედრას.

სამოქმედო კვლევის სემინარების ჩატარების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კვლევის თეორიეული საფუძვლების ცოდნა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების დასაგეგმად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამოქმედო კვლევის შესახებ ორდღიანი ტრენინგი. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მსმენელს შესაძლებლობა ექნება შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, გაეცნოს ჩატარებულ კვლევებს, შეარჩიოს საკვლევი თემების ჩამონათვალი და შეიმუშავოს კვლევის მონახაზი.

კურსს გაუძღვებიან დავით ლიპარტელიანი და თამარ მოსიაშვილი.

კურსის ხანგრძლივობაა 2 დღე, ღირებულებაა 60 ლარი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:https://goo.gl/tg1rQ4