« უკან – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი კონფერენცია

ამოსაბეჭდი ვერსია
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი კონფერენცია

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები, განათლების სპეციალისტები, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. 2017 წლის აგვისტო-დეკემბერში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი ,,საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება, რომელიც დააფინანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გრანტით საგრანტო კონკურსის „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტში ჩაერთო 40 სკოლა. მასწავლებლებმა შეიმუშავეს და განახორციელეს 40-ზე მეტი პროექტი, რომლებიც ითვალისწინებდა სასკოლო საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემის გადაჭრას. მათ მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებში გააზრებული იყო სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო და სოციალური მიზნების ერთიანობა, საგანთა შორის ინტეგრაცია და სკოლის სოციალური ფუნქცია - შეცვალოს გარემო.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ განხორციელებულ პროექტებს, შეხვდნენ ავტორებს და მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის გაუმჯობესების შესახებ წარმართულ დისკუსიაში.

კონფერენცია გაიმართება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

მისამართი: ქ.თბილისი, გმირი კურსანტების N 4

კონფერენცია დაიწყება 11:00-ზე და გასტანს 17:00-მდე.

კონფერენციის მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა