« უკან – ახალგაზრდული კონფერენცია ,,საზოგადოება უკეთესი მომავლისთვის”

ამოსაბეჭდი ვერსია
ახალგაზრდული კონფერენცია ,,საზოგადოება უკეთესი მომავლისთვის”

2018 წლის 31 იანვარს, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გიმართა ახალგაზრდული კონფერენცია „საზოგადოება უკეთესი მომავლისთვის”.

კონფერენციის მიზანი იყო პროექტის შედეგების გაცნობა, პილოტირებული მოდელების, წარმატებული მაგალითების წარდგენა სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისადმი.

სამოქალაქლო განვითარების ინსტიტუტი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა სკოლებთან და უნივერსიტეტებთან. თანამშრომლობის შედეგად, ხელი შეეწყო უნივერსიტეტებსა და სკოლებში სამოქმედო კვლევის დანერგვას, სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკავშრებას სამოქმედო კვლევითი პროექტების დახმარებით. ასევე განხორციელდა 25 ადვოკატირების აქცია საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მონაწილეობით საქართველოს 6 რეგიონში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა საგანმანათლებლო პუბლიკაციები „დებატები განათლების საკითხებზე“, „სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო - წიგნი I, სამოქმედო კვლევის თეორიული საფუძვლები“ და „სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო წიგნი II, სამოქმედო კვლევის ნიმუშები“; ვებ-პორტალი GANATLDI.GE და პოლიტიკის დოკუმენტი „სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის პრობლემები“.

კონფერენციას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ახალგაზრდებთან მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ღონისძიებაზე წარედგინა სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მოდელი და ვებ-პორტალი GANATLDI.GE.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განიხილა სამომავლო სექტორთშორისი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ორ წლიანი პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ 2016 წელს დაიწყო და კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდა.
ინიციატივა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობას სამოქალაქო მონაწილეობისა და ჩართულობის პოპულარიზაციის გზით.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ (SYNCS) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს World Vision საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.