« უკან – პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, თელავი

ამოსაბეჭდი ვერსია
პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, თელავი

2017 წლის 22 დეკემბერს, თელავში, სასტუმროში „ძველი თელავი“, გაიმართა სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა და ასევე წარმოდგენილი იქნა კახეთის რეგიონში მიმდინარე ადვოკატირების საქმიანობები.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც კრიტიკულადაა გაანალიზებული სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკა და პრაქტიკა.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ბოლო ორი წელია მხარს უჭერს სკოლებისა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ახალგაზრდულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს განხორციელებული საქმიანობები, მათი ხედვები საზოგადოების როლზე უკეთესი საგანამანათლებლო სისტემის შექმნის მიზნით, ასევე რეგიონში შექმნილი სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მათ თავიანთი პროექტებით ჩაატარეს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია პანკისის ხეობის სკოლისთვის თემაზე „ბულინგი“ (ჩაგვრა), ხელი შეუწყეს ეთნიკურად აზერბაეჯანელი და ქართველი მოსწავლეების დაახლოებასა და ურთიერთთანამშრომლობაზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აზერბაეჯანელი და ქართველი მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას სამოქალაქო ცნობიერების გაზრდის კუთხით.
სიმონ ჯანაშიამ საზოგადოებას წარუდგინა პორტალი www.ganatldi.ge, რომელიც სკოლებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს საზოგადოებას გააცნონ საკუთარი საგანამანათლებლო თუ სხვა სახის სასწავლო კურსის შესახებ და ასევე იპოვონ პარტნიორები, რომლებთან ერთადაც განახორციელებენ სხვადასხვა საქმიანობებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერება მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“ SYNCS-ის ფარგლებში.