« უკან – ფილმების პრეზენტაცია

ამოსაბეჭდი ვერსია
ფილმების პრეზენტაცია

13 ნოემბერს „კინოს სახლში“ გაიმართა ფილმების პრეზენტაცია პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

წარმომგიდგენილი იყო ექვსი ფილმი:
ბაქარ ჩერქეზიშვილი - „აპოლო ჯავახეთი“
თაკო სვანიძე - „ხვითი“ , „ცოცხნარა“
მერი შიხაშვილი - „კოცნა მარტო კინოშია“
სალომე ჯაში - „ნახევრად შეჭმული ძროხა“
შორენა ტყეშელაშვილი - „არზუ“

ჩვენებას დაესწრნენ ფილმების რეჟისორები და გმირები.
ფილმები მოგვითხრობს იმ სირთულეების შესახებ, რასაც ბავშვები ხვდებიან განათლების მიღების რთულ გზაზე. საქართველოში მაღალი ხარისხის განათლება არ არის ეთნაირად ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილ ფილმებში ბავშვები მოგვითხრობენ მათ მიღწევებსა და გამოწვევებზე, განათლების სურვილსა და ოცნებებზე. ფილმებში მოთხრობილია,როგორ უშლის ხელს ბავშვებს განათლების მიღებაში ნაადრევი ქორწინება, შრომა, სიღარიბე.
ფილმების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.