« უკან – ფილმების პრეზენტაცია

ამოსაბეჭდი ვერსია
ფილმების პრეზენტაცია


2017 წლის 13 ნოემბერს, 19:00 საათზე „კინოს სახლში“ (მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქ. #2) „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ გიწვევთ ფილმების ჩვენებაზე.

წარმომგიდგენთ ექვს ფილმს:

ბაქარ ჩერქეზიშვილი„აპოლო ჯავახეთი“

თაკო სვანიძე „ხვითი“„ცოცხნარა“

მერი შიხაშვილი „კოცნა მარტო კინოშია“

სალომე ჯაში„ნახევრად შეჭმული ძროხა“

შორენა ტყეშელაშვილი„არზუ“

ფილმები მოგვითხრობს იმ სირთულეების შესახებ, რასაც ბავშვები ხვდებიან განათლების მიღების რთულ გზაზე. საქართველოში მაღალი ხარისხის განათლება არ არის ეთნაირად ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილ ფილმებში ბავშვები მოგვითხრობენ მათ მიღწევებსა და გამოწვევებზე, განათლების სურვილსა და ოცნებებზე. ფილმებში მოთხრობილია,როგორ უშლის ხელს ბავშვებს განათლების მიღებაში ნაადრევი ქორწინება, შრომა, სიღარიბე.

ჩვენებას დაესწრებიან ფილმების რეჟისორები და გმირები.

ფილმები შექმნილია პროექტის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

დასწრება თავისუფალია