« უკან – კვლევის პრეზენტაცია

ამოსაბეჭდი ვერსია
კვლევის პრეზენტაცია

2017 წლის 23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 1, 202 აუდიტორია) CURE-ის პარტნიორი სტუდენტები საზოგადოებას წარუდგენენ საქართველოს 5 უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების ცოდნისა და დამოკიდებულებების გარკვევას სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით. შეხვედრაზე განხილული იქნება კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები.

საქართველოში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმი დაბალია და ძირითადად შემოიფარგლება პოლიტიკურ აქციებსა და სხვა მწვავე საკითხების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობით. ამ მხრივ განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილება არსებითად განსხვავებულია.

დამსწრე აუდიტორიას ექნება კითხვების დასმის, სამოქალაქო ჩართულობის შესახებ იდეების გაზიარებისა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

2016წლის ოქტომბერში დაიწყო სამწლიანი საერთაშორისო პროექტი “კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიისა და სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის საქართველოსა და ისრაელში” ("Curriculum Reform for Promoting Democratic Principles and Civic Education in Israel and In Georgia") განხორციელება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს, ისრაელის, ავსტრიის, ესტონეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტები.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებისა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების მიმართულებით.

კვლევის განხილვა ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობით.