« უკან – მედიაწიგნიერების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია
მედიაწიგნიერების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ საჯარო სკოლას სთავაზობს მედიაწიგნიერების მოკლე კურსს, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-14 წლის მოსწავლეებს.

კურსს წარუძღვება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე და ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი გიორგი ჯოლოგუა.


კურსი შედგება ათი ერთსაათიანი გაკვეთილისგან, რომელიც დაიწყება 23 ოქტომბერს და დასრულდება
3 ნოემბერს
(დღეში თითო საათი, ორი კვირის განმავლობაში).

კურსის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან:
  • კომუნიკაციის თეორიას;
  • მედიაწიგნიერების პრინციპებს;
  • პროპაგანდისა და მედიამანიპულაციის ხერხებსა და მათგან თავდაცვის მექანიზმებს;
  • ვიზუალური კომუნიკაციის თეორიას;
  • მედიის კომერციული ფუნქციების ანალიზს;
  • რეკლამის ფსიქოლოგიას;
  • კრიტიკული აზროვნების თეორიას.

კურსი მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას, ასევე ახალგაზრდებისთვის სახალისო სავარჯიშოებით მედია კონტენტის შექმნასა და ანალიზს. განხილური იქნება მედიამანიპულაციის ხერხები როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის მაგალითებზე. კურსის დასაწყისში და დასასრულს, მოსწავლეები შეავსებენ მოკლე კითხვარს, რომლის მიხედვითაც დადგინდება თუ რამდენად ეფექტური იყო აღნიშნული კურსი.

მედიაწიგნიერების ორკვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, კურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები. შერჩეული სკოლის მასწავლებლებს კი, სურვილის შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ, რომ დაესწრონ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ მედიაწიგნიერების ტრენინგს 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცემა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოცემული 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პუბლიკაცია.

კურსის ვადები და ხანგრძლივობა: 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად თითო საათი.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წლის.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სკოლა უნდა მდებარეობდეს თბილისში;
  • საკლასო ოთახში უნდა იყოს გამართული პროექტორი;
  • საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 17-18 მოსწავლეს;
  • კურსის ჩატარებას მხარს უნდა უჭერდეს ადმინისტრაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სკოლის ადმინისტრაციის თანხმობის წერილი, საკონტაქტო პირის გვარი, სახელი, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
კურსის ავტორი გიორგი ჯოლოგუას ელექტრონული ფოსტის მისამართია: george_jologua@cdi.org.ge