« უკან – კვლევის პრეზენტაცია პროექტის "CURE" ფარგლებში

ამოსაბეჭდი ვერსია
კვლევის პრეზენტაცია პროექტის

2017 წლის 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ჭავჭავაძის გამზირი N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებას წარუდგენენ საქართველოს 5 უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების ცოდნისა და დამოკიდებულებების გარკვევას სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით. შეხვედრაზე განხილული იქნება კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები.

საქართველოში ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმი დაბალია და ძირითადად შემოიფარგლება პოლიტიკურ აქციებსა და სხვა მწვავე საკითხების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობით. ამ მხრივ განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილება არსებითად განსხვავებულია.
დამსწრე აუდიტორიას ექნება კითხვების დასმის, სამოქალაქო ჩართულობის შესახებ იდეების გაზიარებისა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
2016 წლის ოქტომბერში დაიწყო სამწლიანი საერთაშორისო პროექტი “კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიისა და სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის საქართველოსა და ისრაელში” ("Curriculum Reform for Promoting Democratic Principles and Civic Education in Israel and In Georgia") განხორციელება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს, ისრაელის, ავსტრიის, ესტონეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტები.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებისა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების მიმართულებით.
კვლევის განხილვა ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობით. 

დასწრება თავისუფალია.