« უკან – საჯარო ლექცია: სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა, ავსტრიის გამოცდილება

ამოსაბეჭდი ვერსია
საჯარო ლექცია: სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა, ავსტრიის გამოცდილება

2017 წლის 28 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მკვლევარმა ზიგლინდე ვეირინგერმა ჩაატარა საჯარო ლექცია სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ. ლექციაზე განიხილა, თუ რატომ არის სასარგებლო და როგორ არის შესაძლებელი სკოლისა და უნივერსიტეტების, არასამთავრობო, სახელმწიფო, სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლობა. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ავსტრიის გამოცდილებას.

დოქტორ ზიგლინდე ვეირინგერი იკვლევს და ასწავლის ზალცბურგის უნივერსიტეტში, ავსტრია. მისი ძირითადი ინტერესებია სკოლისა და დემოკრატიული საზოგადოების კავშირი; ღირებულებითი განათლება; მასწავლებლების მომზადება.
ლექცია ჩატარდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ