« უკან – ადვოკატირების კამპანია - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია
ადვოკატირების კამპანია - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის
2017 წლის 22 სექტემბერს, სასტუმრო რუმსში, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს დაგეგმილი ადვოკატირების საქმიანობები.
2017 წლის ოქტომბრიდან, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, ერთდროულად დაიწყება 25 ადვოკატირების აქცია, რომელიც რეგიონებში სხვადასხვა საგანმანათლებლო საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. ადვოკატირებაში მონაწილეობას იღებენ სკოლები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდული ჯგუფები.
განათლების სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა საზოგადოებისა და სკოლის თანამშრომლობაა.

ადვოკატირების მიზანია სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარება.
შეხვედრას ესწრებოდა World Vision საქართველოს დირექტორი ქალბატონი ეკა ჟვანია, რომელმაც აღნიშნა ამგვარი საქმიანობების მნიშვნელობა განათლების სისტემისა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.