« უკან – ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია
ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის

სასტუმრო რუმსი

თბილისი, კოსტავას 14
22 სექტემბერი
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2017 წლის 22 სექტემბერს, სასტუმრო რუმსში, 12:00 საათზე საზოგადოებას წარუდგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ ადვოკატირების საქმიანობებს.
2017 წლის ოქტომბრიდან, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, ერთდროულად დაიწყება 25 ადვოკატირების აქცია, რომელიც რეგიონებში სხვადასხვა საგანმანათლებლო საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. ადვოკატირებაში მონაწილეობას იღებენ სკოლები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდული ჯგუფები.
განათლების სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა საზოგადოებისა და სკოლის თანამშრომლობაა.
ადვოკატირების მიზანია სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარება.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.