« უკან – ტენდერი ბეჭდვის მომსახურებაზე

ამოსაბეჭდი ვერსია
ტენდერი ბეჭდვის მომსახურებაზე

ტენდერი ბეჭდვის მომსახურებაზე

განმცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
კონკურსის დაწყების თარიღი: 24 ივლისი, 2017
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21 აგვისტო, 2017

კონკურსის შესახებ
ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-ის თანა-პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის“ (SYNCS).

ასევე, ააიპ "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი", 06.01.2016 საპარტნიორო ხელშეკრულების, ევროკავშირის საგარეო საქმიანობათა საგრანტო ხელშეკრულების #NEAR-TS/2015/369-105 ფარგლებში, ევროკავშირისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს - "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში".

აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია კვლევის ანგარიშის, პოლიტიკის დოკუმენტების, სამოქმედო კვლევისა და სამოქალაქო განათლების პუბლიკაციების გამოცემა. სულ დაგეგმილია 5 პუბლიკაციის მომზადება, თითოეულის ტირაჟი 2000.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) აცხადებს ტენდერს ბეჭდვის მომსახურებაზე.
  • ფორმატი: 170x235 (+ bleed 5mm).
  • ბეჭდვა ფერადი (Colors: CMYK)
  • შიგთავსის ქაღალდი: 90 გრ. ცარცი, მატი, 4+4 (არაპრიალა)
  • გარეკანის ქაღალდი: 300 გრ. ცარცი+ლამინაცია
  • კერვა
  • თერმული აკინძვა

პუბლიკაციების შიგთავსის მოცულობებია:
  1. 50 + 4გვ. ყდა.
  2. 100 + 4გვ. ყდა.
  3. 150 + 4 გვ.ყდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გამომცემლობებსა და სტამბებს, რომლებსაც აქვთ:
  • პუბლიკაციების დაკაბადონებისა და ბეჭდვის სამწლიანი გამოცდილება.
თითოეული პუბლიკაციის ტირაჟია
2000
გვერდების რაოდენობა დაკაბადონებამდე:
  • 50
  • 100
  • 150
დაკაბადონებისა და ბეჭდვის მომსახურების პირობები:
შერჩეულ კომპანიას მიეწოდება პუბლიკაციების სამუშაო/საბეჭდი ვერსიები. შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
  • პუბლიკაციების გრაფიკული დიზაინის (ყდა და შიგთავსი) კორექტირება და საბოლოო გრაფიკული დიზაინის შექმნა CDI-სთან შეთანხმებით;
  • პუბლიკაციების ილუსტრირება და დაკაბადონება CDI-სთან შეთანხმებით;
  • შეჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება პუბლიკაციაში გამოყენებული სურათებისა და ფოტოების საავტორო უფლებების დაცვაზე. ამ ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იქნება შერჩეული კომპანია, რაც ხელშეკრულებით იქნება გაწერილი.

მომსახურების გაწევის ვადები:
შემსრულებლის მიერ პუბლიკაციების ბეჭდვისა და დაკაბადონების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, CDI-ს მიერ დამკვეთისათვის შესაბამისი ბეჭდვის მასალების მიწოდებიდან 3 კვირის განმავლობაში.

შერჩევის კრიტერიუმები:
დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, აქვთ მაღალი ხარისხის მასალების ბეჭდვის გამოცდილება და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.
წარმოდგენილი შეთავაზება უნდა იყოს შედგენილი სრულად, ამ დოკუმენტის ყველა დანართის მოთხოვნების გათვალისწინებით. შეფასდება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული შეთავაზებები და პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ტექნიკური აღწერის, კომპეტენციისა და ფასის მქონე სამეული. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით.

გადახდის პირობები:
სრული გადახდა მოხდება სამუშაოს სრულად, ხარისხიანად და წარმატებით შესრულების შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. ზემოთ აღნიშნული პროექტების ფარგლებში CDI არ არის დღგ-ს გადამხდელი. შემსრულებელი ვალდებულია, თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, დამკვეთს მიაწოდოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ს ნულოვანი დაბეგვრით). ანგარიშწორება განხორციელდება ბეჭდვის დასრულების და დამკვეთთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

კონკურსის ჩაბარების პირობები:
შეთავაზებების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათამდე.

შეთავაზება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა იქნეს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით 2017 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭოველიძის ქ. N10, მე-3 სართული, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში.

გთხოვთ, კონვერტს დააწეროთ: ტენდერი ბეჭდვის მომსახურებაზე, წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი). გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე civicdevelopmentinstitute2005@gmail.com