კონკურსი

პრაქტიკული (სამოქმედო) კვლევისა და არაფორმალური სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს ავტორი - სამუშაოს აღწერილობა

განმცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
კონკურსის დაწყების თარიღი: 28 ივნისი, 2017
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2017

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს SYNCS, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, სხვადასხვა 6 ქალაქის უნივერსიტეტის (თბილისის, გორის, ახალციხის, თელავის, ქუთაისისა და ზუგდიდის) სტუდენტების დაკავშირება 36 სკოლის მოსწავლეებთან, ერთობლივი პრაქტიკული (პრაქტიკის) კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. ამ ამოცანის ფარგლებში შეგროვებული გამოცდილებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას ორნაწილიანი სახელმძღვანელო, რომელიც ერთი მხრივ დაემხმარება მასწავლებლებს, უნივერსიტეტების ადმინისტრაციასა და პროფესორებს და სტუდენტებს შეისწავლონ და ჩაატარონ პრაქტიკული კვლევები. მეორე მხრივ, სახელმძღვანელო უნდა დაეხმაროს სკოლებს დანერგონ სამოქალაქო განათლების არაფორმალური გზები.

სახელმძღვანელოს ავტორის მოვალეობები
სახელმძღვანელოს ავტორის მოვალეობაა შეიმუშავოს ორნაწილიანი სახელმძღვანელო პრაქტიკულ კვლევასა და სამოქალაქო განათლების არაფორმალური გზების შესახებ. სახელმძღვანელოს ავტორის დავალებებია:
•CDI-ს გუნდთან ერთად და მათთან შეთანხმებით შეიმუშავოს სახელმძღვანელოს სტრუქტურა;
•შეაგროვოს და დაამუშავოს ინფორმაცია პრორექტის ფარგლებში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის პროექტების შესახებ. მათ საფუძველზე შეიმუშავოს ქეისების აღწერები, რომლებიც სახელმძღვანელოს საფუძვლად გამოდგებოდა;
•შეისწავლოსპროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების კამპანიების მიმდინარეობა და პროექტები, სახელმძღვანელოში მათი შემდგომი გამოყენებისთვის.
•დაწეროს სახელმძღვანელო, რომელიც გათვლილი იქნება აკადემიურ სფეროში ჩართული ადამიანებისთვის: სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის, უნივერსიტეტების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის.

კვლევის კოორდინატორის მუშაობის პროდუქტები მოიცავს:
•სახელმძღვანელოს სტრუქტურა სგანხილვისთვისა და შეთანხმებისთვის
•ორნაწილიანი სახელმძღვანელო ა) საგანმანაათლებლო სივრცეში პრაქტიკული (სამოქმედო) კვლევის დანერგვისთვის და ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო განათლების არაფორმალური გზების გამოყენებისთვის.

სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობაა 4 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
•განათლების სფეროს პრობლემების კვლევის თანამედროვე მიდგომების ცოდნა და გამოცდილება. მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს სამოქმედო (პრაქტიკის) კვლევის განხორციელების გამოცდილება.
•სასურველია სკოლაში ან საუნივერსიტეტო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
•კარგი ანალიტიკური და წერითი უნარები.

განაცხადები წარმოადგინეთ ელექტრონულ მისამართზე 2017 წლის 20 ივლისს:
სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ: სახელმძღვანელოს ავტორი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მოკლე ავტობიოგრაფია
2. განხორციელებული კვლევის ანგარიში ან პუბლიკაცია.
3. კვალიფიკაციის შესაბამისი ჰონორარი.