კონკურსი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

ადვოკატირების კამპანია - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის - უნდა განხორციელდეს კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში.

კონკურსის მიზანი:

ადვოკატირების კამპანიამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარებას.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში დააფინანსებს შემდეგ საქმიანობებს:

** ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდულ ჯგუფებთან შეხვედრები ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** მშობლებთან შეხვედრები სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის საკითხებზე;
** ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრა სასკოლო სისტემის განვითარების შესაძლებლობების შესახებ;
** სხვადასხვა სახის საინფორმაციო მულტიმედია პროდუქტების შექმნა;
** სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშების საზოგადოებისთვის წარდგინება;
** და ა.შ.

თითოეული ადვოკატირების კამპანიის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ თვითორგანიზებულ ჯგუფებს.

კონსულტაციები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე და გამოგზავნონ განაცხადთან დაკავშირებული კითხვები 2017 წლის 18 აგვისტომდე. დასმულ კითხვებზე პასუხები გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე 2017 წლის 22 აგვისტოს და გამოგიგზავნით რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ მისამართზე.

განაცხადები წარმოადგინეთ ელექტრონულ მისამართზე civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29 აგვისტო, 2017

სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ: "ადვოკატირება - ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის".

განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს:

1. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (არაუმეტეს სამასი სიტყვისა);
2. ადვოკატირებაში მონაწილე პირების CV-ები;
3. განხორციელებული ადვოკატირების, ახალგაზრდული პროექტის და/ან სხვა ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ მოკლე ინფორმაცია (არაუმეტეს სამასი სიტყვისა);