« უკან – „აჩუქე წიგნი - აჩვენე სამყარო“

ამოსაბეჭდი ვერსია
„აჩუქე წიგნი - აჩვენე სამყარო“

„ღია საზოგადოება საქართველო“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ იწყებს საქველმოქმედო აქციას კოთელიისა (ახალქალაქი) და გორელოვკის (ნინოწმინდა) საჯარო სკოლების ბავშვებისთვის: 

„აჩუქე წიგნი - აჩვენე სამყარო“

სკოლის ბიბილიოთეკები ღარიბია წიგნებით, მხატვრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის სკოლებისთვის, რადგან ბევრ სოფელში არ არის ბიბლიოთეკა, მიუხედავად ახალგაზრდების დიდი სურვილისა იკითხონ, წიგნები ბევრი მათგანისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
კოთელია და გორელოვკა ჯავახეთის ულამაზესი სოფლებია, სადაც ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული ბავშვები სწავლობენ. მდიდარი ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს მათ მომავალ წარმატებას.
აქციას შეუერთდნენ „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელისშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ (CURE)-ს სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მათ მოაგროვეს წიგნები და მოიტანეს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში. წიგნები სხვადასხვა ასაკის მკითხველზეა გათვლილი.

წიგნების მოგროვების პროცესი გრძელდება!!

ვფიქრობთ აქციას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შემოუერთდებიან და ეს იქნება პირველი ერთობლივად განხორციელებული სამოქალაქო აქტივობა.
კოთელიას და გორელოვკის ბავშვები ელიან თქვენს წიგნებსა და ბარათებს ♥
მეტი ინფორმაცია აქციის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.facebook.com/events