« უკან – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლა

ამოსაბეჭდი ვერსია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლა

2017 წლის 17-20 მაისს, პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები ეწვივნენ სამცხე-ჯავახეთის სკოლებს, რომლებიც ახორციელებენ სასკოლო ინიციატივებს ბავშვთა უფლებების გაძლიერების მიზნით.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლა ცდილობს ფეხი აუწყოს განათლების სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, სკოლაში ორი სერტიფიცირებული მასწავლებელია, თუმცა წელს სკოლის ათმა მასწავლებელმა გადაწყვიტა გამოცდაზე გასვლა და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.
ტურცხის საჯარო სკოლა ახორციელებს პროექტს ,,ბავშვთა უფლებები, უსაფრთხო სკოლა და ჯანსაღი გარემო“.
პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი. ჯგუფის წევრმა მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს ბავშვებისგან და მშობლებისგან. შემდეგ მოამზადეს ბუკლეტი და გააცნეს ის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. პროექტის მთავარი მიზანია არა მხოლოდ იმის გაგება, რა იცის სასკოლო საზოგადოებამ ბავშვთა უფლებების შესახებ, არამედ ურთიერთობებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებაც.

ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში და უხაროდათ იმ ცვლილებების დანახვა, რაც პროექტის შედეგად ხდებოდა.