« უკან – კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა, მარნეული

ამოსაბეჭდი ვერსია
კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა, მარნეული

2017 წლის 13 მაისს, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში, ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა.


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ მოსიაშვილმა კვლევის შედეგები წარუდგინა მარნეულის პარტნიორ სკოლების წარმომადგენლებს, მათ კი განიხილეს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
რეკომენდაციები ძირითადად შეეხებოდა სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას, ეფექტურ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიას და ასევე, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.

კვლევა ჩატარებულია ,,განათლების საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ, ევროკავშირისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში.

ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენის მიზნით, მკვლევართა ჯგუფმა მიმოიხილა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების განათლების საკითხებზე არსებული ლიტერატურა და ჩაატარა თვისებრივი კვლევა. შესწავლილია ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცრესობების წარმომადგენელი მოსწავლეების მხრიდან სწავლის მიტოვების გადაწყვეტილებას უკავშირდება.