« უკან – სასკოლო ინიციატივების განაცხადების მიღება

ამოსაბეჭდი ვერსია
სასკოლო ინიციატივების განაცხადების მიღება
კონკურსის დაწყების თარიღი: 11.05.2017
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 29.05.2017
საკონკურსო თემა
საზაფხულო სკოლა ბავშვთა უფლებების დაცვისთვის
კონკურსის შესახებ:
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ ფარგლებში აცხადებს სასკოლო ინიციატივების განაცხადების მიღებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საჯარო სკოლებს ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.
თუ სკოლას აქვს იდეა განახორციელოს სასკოლო ინიციატივა საზაფხულო არდადეგების დროს, თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა.
ჩვენ ვაფინანსებთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა, მშობლებისა და ადგილობრივი თემის აქტიურ ჩართულობას სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

კონკურსის მიზანი:
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი განაცხადები, რომლებიც შეეხება მოსწავლეების, მშობლებისა და ადგილობრივი თემის ინფორმირებას ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, კერძოდ, რა გავლენას ახდენს ნაადრევი ქორწინება, ბავშვთა შრომა და სკოლის მიტოვება მოზარდის მომავალზე, განათლების მიღების რა შესაძლებლობები არსებობს რეგიონსა და ქვეყანაში. სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სკოლებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთკვირიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა. პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს სემინარებს, ექსკურსიებსა და ლაშქრობებს, ვიზიტებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
ინიციატივის დაგეგმისთვის დაგეხმარებათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
სასკოლო ინიციატივის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელის ჰონორარი არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.
საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივ საქმიანობებს.
კონსულტაციები:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე:
და გამოგზავნონ განაცხადთან დაკავშირებული კითხვები 2017 წლის 18 მაისამდე. დასმულ კითხვებზე პასუხებს გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე 2017 წლის 22 მაისს და გამოგიგზავნით რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ მისამართზე.

განაცხადები წარმოადგინეთ ელექტრონულ მისამართზე 2017 წლის 29 მაისამდეcivicdevelopmentinstitute2005@gmail.com
სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ: სასკოლო ინიციატივები ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.
საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის ორი აუცილებელი დოკუმენტი.