« უკან – კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა

ამოსაბეჭდი ვერსია
კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა

2017 წლის 2 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა.

კვლევა ჩატარებულია ,,განათლების საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ, ევროკავშირისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში.
ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენის მიზნით, მკვლევართა ჯგუფმა მიმოიხილა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების განათლების საკითხებზე არსებული ლიტერატურა და ჩაატარა თვისებრივი კვლევა. შესწავლილია ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცრესობების წარმომადგენელი მოსწავლეების მხრიდან სწავლის მიტოვების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
განხილვაში მონაწილეობა მიიღებეს გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განათლების მკვლევარებმა და ადამიანთა უფლებების დამცველებმა.