« უკან – სამოქმედო კვლევის ტრენინგი სტუდენტებისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია
სამოქმედო კვლევის ტრენინგი სტუდენტებისთვის

2017 წლის 22 და 23 აპრილს, თბილისში, სასტუმრო ZP Palace-ში ჩატარდა სამოქმედო კვლევის ტრენინგი სტუდენტებისთვის.


სტუდენტები 36 სკოლაში ახორციელებენ სამოქმედო კვლევას. სემინარზე სტუდენტებმა განიხილეს მიმდინარე კვლევები, ინტერვენციის გეგმები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. ტრენინგს უძღვებოდნენ სიმონ ჯანაშია და დავით ლიპარტელიანი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტები ეწვივნენ ძველ თბილისს, ლეღვთა ხევს, გაეცნენ ჩვენი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World Vision-ის თანამშრომლობით. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.