« უკან – გაფორმდა მემორანდუმი ექვს სკოლასთან

ამოსაბეჭდი ვერსია
გაფორმდა მემორანდუმი ექვს სკოლასთან

2017 წლის 10 აპრილს, პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის" უსაფრთხო სკოლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და ექვს საჯარო სკოლას შორის.

სასკოლო ინიციატივების ფარგლებში დაგეგმილია ნაადრევი ქორწინების, ბავშვთა შრომის და სკოლის მიტოვების რისკების შემცირების ღონისძიებები. ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და საზოგადოების წევრები.

პროექტი ხორციელდება შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.