« უკან – სატელევიზიო ფილმის კონკურსი

ამოსაბეჭდი ვერსია
სატელევიზიო ფილმის კონკურსი
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს. კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ,,ევროკავშირის საგზაო რუკა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის 2014 – 2017 წწ. შესახებ“. საგზაო რუკის მიხედვით საქართველოში უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტები, გაიზარდოს სკოლებში მოხალისეობა, სტუდენტების ჩართულობა.

პროექტი დააფინანსებს სატელევიზიო ფილმს შემდეგ თემაზე:
• სკოლებისა და ახალგაზრდების თანამშრომლობა
ფილმმა უნდა ასახოს სკოლებისა და უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების, სასკოლო თემის თანამშრომლობის შესაძლებლობები და არსებული ბარიერები ქალაქებსა და სოფლებში. ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 30 წუთი.

დასაფინანსებლად შეირჩევა პროექტი, რომელიც გააშუქებს ქალაქებსა და სოფლებში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, შემოგვთავაზებს ამბის თხრობის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენს განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფს ამ პრობლემის ფართო საზოგადოებამდე მიტანას.
სატელევიზიო ფილმის წარმოების პერიოდია 2017 წლის აპრილი-აგვისტო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სატელევიზიო ფილმების შექმნის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება

საკონკურსო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა კანდიდატმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს:

  • სატელევიზიო ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები;
  • სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვისა);
  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);
  • სატელევიზიო ფილმის სინოფსისი;
  • ფილმის ტექნიკური მახასიათებლები;
  • ფილმის დისტრიბუციის გეგმა;
  • განმცხადებლის წინა ნამუშევრების ელექტრონული მისამართები/ ბმულები;
  • დანართში წარმოდგენილი შევსებული ბიზნეს კითხვარი.
    ჩამოტვირთეთ დანართი. 1 (ფიზიკური პირები   |     იურიდიული პირები )

განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, დახურულ კონვერტში 2017 წლის 20 მარტის 18:00-მდე.
მისამართი: ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

კონვერტს უნდა ეწეროს:
  1. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  2. პროექტი: სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS).
  3. კონკურსის დასახელება: ფილმის მომზადება
  4. წარმდგენის გვარი და სახელი:
  5. თარიღი: 20 მარტი

კონსულტაციები:
დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება სამშაბათს, 7 მარტს, 17:00 საათზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა #10.

კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მსურველებმა მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე:
civicdevelopmentinstitute2005@gmail.com 2017 წლის 6 მარტამდე.