« უკან – ტენდერი თანამშრომლობის ონლაინ პორტალის შემუშავებაზე

ამოსაბეჭდი ვერსია
ტენდერი თანამშრომლობის ონლაინ პორტალის შემუშავებაზე
ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-ის თანა პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის". (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) აცხადებს ტენდერს თანამშრომლობის ონლაინ პორტალის შემუშავებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს განათლების სხვადასხვა საფეხურზე მოქმედ ორგანიზაციებს, ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაცვალონ ინფორმაცია.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდოთ თქვენი შეთავაზება აღნიშნული პორტალის დიზაინის, დეველოპმენტის, პროდაქშენის (გაშვების), თანამდევი ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაოებთან დაკავშირებით, 2 წლიანი ჰოსტინგის უზრუნველყოფის ჩათვლით.

შეთავაზების მომზადებისას, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ მე-2 დანართში მოცემული ნიმუშით.

შეთავაზებების მიღება შესაძლებელია 2016 წლის 26 დეკემბრის 17:00 საათამდე.
შეთავაზების წარმოდგენა შესაძლებელია დალუქული კონვერტის სახით შემდეგ მისამართზე:
თბილისი, ჭოველიძის ქ. 3ა, მე-3 სართული სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში.

თქვენი შეთავაზება მომზადებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და ძალაში უნდა იყოს წარდგენიდან სულ მცირე მომდევნო 30 დღის მანძილზე.

დაგვიანებით მიღებულია შეთავაზებები არ განიხილება.

წარმოდგენილი შეთავაზება უნდა იყოს შედგენილი სრულად, ამ დოკუმენტის ყველა დანართის მოთხოვნების გათვალისწინებით. შეფასდება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული შეთავაზებები და პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ტექნიკური აღწერის, კომპეტენციისა და ფასის მქონე სამეული. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით.

ფაილების ჩამოსატვირთად, დააჭირეთ აქ.