« უკან – კონკურსი ვიდეო-ფილმების მოსამზადებლად

ამოსაბეჭდი ვერსია
კონკურსი ვიდეო-ფილმების მოსამზადებლად

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ვიდეო-ფილმების კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს. კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება 5-6 წუთიანი სამი ვიდეო-ფილმი შემდეგ თემებზე:

  • ბავშვთა შრომა და სიღარიბე;
  • ბავშვთა შრომის პრევენცია;
  • ადრეული ქორწინება.
  • დასაფინანსებლად შეირჩევა პროექტები, რომლებიც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული პრობლემების გაშუქებას ისახავენ მიზნად, გვთავაზობენ ამბის თხრობის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფენ მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების ფართო საზოგადოებამდე მიტანას.

ვიდეო-ფილმი მომზადებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, თან ახლდეს ინგლისური, სომხური, რუსული და აზერბაიჯანული სუბტიტრები. ფილმის თარგმნის ხარჯებს გასწევს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

თითოეული ვიდეო-ფილმის ღირებულება შეადგენს 2,600 ლარს. ფიზიკური პირისთვის აღნიშნულ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ორგანიზაციისთვის თანხაში არ შედის დღგ, რადგან პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისაგან.

ვიდეო-ფილმების მომზადების პერიოდია 2017 წლის იანვარი-ივლისი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • ვიდეო ფილმების შექმნის გამოცდილება
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს:
  • CV (თუ კონკურსანტი ფიზიკური პირია);
  • ვიდეო-ფილმის შემქმნელთა ჯგუფის CV-ები (თუ კონკურსანტი იურიდიული პირი ან საინიციატივო ჯგუფია);
  • სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვისა);
  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);
  • შერჩეული ვიდეო-ფილმის სინოფსისი და ტექნიკური მახასიათებლები (არა უმეტეს 300 სიტყვისა);
  • აპლიკანტის მიერ შექმნილი ვიდეო-ფილმების ელექტრონული მისამართები/ბმულები;
  • დანართში წარმოდგენილი შევსებული ბიზნეს კითხვარი (თუ კონკურსანტი იურიდიული პირია).
დანართი იურიდიული პირებისთვის ჩამოტვირთეთ აქ.

დანართი ფიზიკური პირებისთვის ჩამოტვირთეთ აქ.


კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა პირმა ან ორგანიზაციამ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 21 ნოემბერი. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: ვიდეო-ფილმის მომზადება.

კონსულტაციები:
დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ორშაბათს, 14 ნოემბერს, 17:00 საათზე, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა # 10.

კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2016 წლის 11 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: www.docs.google.com/forms