« უკან – პროექტი SYNCS - ვაკანსია პრაქტიკული კვლევის ექსპერტის თანამდებობაზე

ამოსაბეჭდი ვერსია
პროექტი SYNCS - ვაკანსია პრაქტიკული კვლევის ექსპერტის თანამდებობაზე

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თბილისის, გორის, ახალციხის, თელავის, ზუგდიდისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. უნივერსიტეტები და სკოლები ერთობლივად განახორციელებენ პრაქტიკულ კვლევას 36 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. პრაქტიკული კვლევა უნდა შეეხებოდეს სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას. თითოეული უნივერსიტეტიდან კვლევაში მონაწილეობას იღებს 4 სტუდენტი, სულ პროექტის განხორციელებაში ჩართულია 24 სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების მიზნით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს პრაქტიკული კვლევის ექსპერტის შესარჩევ კონკურსს.

პრაქტიკული კვლევის ექსპერტის სამუშაოს აღწერილობა:

პრაქტიკული კვლევის ექსპერტის მოვალეობები:
პრაქტიკული კვლევის ექსპერტის მოვალეობაა კვლევის სრული პროცესის კოორდინირება და საექსპერტო მხარდაჭერა. შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კვლევის ყველა ეტაპზე.

პრაქტიკული კვლევის ექსპერტის საქმიანობები:
  • პრაქტიკული კვლევის გეგმის შემუშავება;
  • 6 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტები საქმიანობების კოორდინირება;
  • სტუდენტების მოსამზადებელი 4 დღიანი სატრენინგო პროგრამის შემუშავება, უკვე ჩატარებული 2-დღიანი ტრენინგის გათვალისწინებით;
  • სტუდენტებისთვის ტრენინგის ორ ეტაპად ჩატარება (სულ 4 დღე);
  • უნივერსიტეტის პროფესორებისთვის პრაქტიკული კვლევის 3 დღიანი სატრენინგო პროგრამის შემუშავება;
  • უნივერსიტეტის პროფესორებისთვის ტრენინგის ორ ეტაპად ჩატარება თბილისში და 5 რეგიონულ უნივერსიტეტში(სულ 18 დღე)
  • სტუდენტების მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის კოორდინირება, უკუკავშირისა და რეკომენდაციების მიცემა;
  • CDI-ს გუნდთან და პროექტის სხვა კომპონენტებში აყვანილ კონსულტანტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

პრაქტიკული კვლევის ექსპერტმა პროექტის სამუშაო ჯგუფს უნდა წარუდგინოს:
  • პრაქტიკული კვლევის სატრენინგო პროგრამა სტუდენტებისთვის;
  • პრაქტიკული კვლევის სატრენინგო პროგრამა უნივერსიტეტის პროფესორებისთვის;
  • ტრენინგის მონაწილეთა საკითხავი და სამუშაო მასალები, ასევე პრეზენტაციები;
  • პრაქტიკული კვლევების ანგარიშები;
  • საქმიანობის ამსახველი ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშები.
  • სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობაა 8 თვე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უნივერსიტეტში პრაქტიკული კვლევის კურსის სწავლების და/ან პრაქტიკული კვლევის პროექტების ხელძღვანელობის გამოცდილება;
  • განათლების სფეროში კვლევის გამოცდილება;
  • უნივერსიტეტებთან და სკოლებთან საქმიანი თანამშრომლობის გამოცდილება;
  • არასამთავრობო სექტორთან საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
  • განათლების სფეროში მუშაობისა და/ან კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია კანდიდატი იყოს რომელიმე უნივერსიტეტის თანამშრომელი;
  • სასურველია ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების პრობლემების ცოდნა.

სატენდერო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. მოკლე ავტობიოგრაფია;
  2. სამოტივაციო წერილი სადაც ახსნიდით თუ რატომ დაინტერესდით ამ პროექტით და ასევე რა სირთულეების გადალახვა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად პრაქტიკული კვლევის მიმდინარეობისას;
  3. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  4. საგანმანათლებლო სფეროში ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია;
  5. კვალიფიკაციის შესაბამისი ჰონორარი.
  6. შევსებული კონფიდენციალური ბიზნეს კითხვარის ფორმა (დანართი1)

განსახილველი სატენდერო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, დახურულ კონვერტში, მისამართზე: ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა), 2016 წლის 15 ნოემბერს 11:00-დან 18:00-მდე.


კონვერტს უნდა ეწეროს: 
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • პროექტი: სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS).
  • კონკურსის დასახელება: პრაქტიკული კვლევის ექსპერტი
  • წარმდგენის გვარი და სახელი
  • თარიღი


კონსულტაციები: კონკურსთან დაკავშირებული კითხვები შეიგიძლიათ გამოაგზავნოთ ელოექტრონულ ფოსტაზე: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

საკონტაქტო პირები:
თამარ ჩხაიძე           ელ.ფოსტა: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com
ნინო ბერიშვილი     ელ.ფოსტა: nino.berishvili@cdi.org.ge