« უკან – მასწავლებელთა შერჩევა მედიაწიგნიერების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ამოსაბეჭდი ვერსია

ცხადდება მასწავლებლების შერჩევა მედიაწიგნიერების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებს. შერჩეული მასწავლებლები დაესწრებიან მედიაწიგნიერების ორ დღიან ტრენინგს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მასწავლებლები მოამზადებენ მეთოდურ მასალებს, რომელიც აიტვირთება მედიაწიგნიერების ვებ-პორტალზე.

ტრენინგებს ჩაატარებენ თამარ მოსიაშვილი და მანანა ბოჭორიშვილი

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1LCOcR9wbluaNQm8CjHEWpE3xeXcvHHm3kWUxeGWjrio/edit

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან მედიაწიგნიერების კომპეტენციის განმავითარებელ ხერხებს. მაღალკვალიფიციური ექსპერტების დახმარებით მოამზადებენ მეთოდურ მასალებს.

მომზადებული მეთოდური მასალები უნდა შეეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეკოლოგია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა საგნის მასწავლებელს.


როგორ მოხდება ტრენინგის მონაწილის შერჩევა?

ტრენინგში ჩართვის წინაპირობაა: ელექტრონული და მეთოდური რესურსების შექმნის გამოცდილება.

მეთოდური მასალის მომზადება და გამოქვეყნება

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე მოამზადებს მეთოდურ მასალას. მასალის მომზადების პროცესში მასთან იმუშავებს ექსპერტი და მისცემს საჭირო რეკომენდაციებს. მონაწილე მოწვეული იქნება გამართულ კონფერენციაზე. მისი მასალა გამოქვეყნდება მედიაწიგნიერების ვებ-პორტალზე (www.medialiteracy.ge) და ქსელის საერთაშორისო პორტალზე (http://www.caucasuschildren.net/).

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს.

პროექტი ხორციელდება ,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში. ადვოკატირების მიზანია უკეთესი განათლება საქართველოს ყველა ბავშვს. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და ასოციაცია ,,ბილიკი“ არიან კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის წევრი ორგანიზაციები.