« უკან – მოსწავლეთა კონკურსი: უკეთესი განათლება საქართველოს ყველა ბავშვს

ამოსაბეჭდი ვერსია

ცხადდება კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეებმა უნდა შექმნან ელექტრონული პოსტერები შემდეგ თემებზე:

  • -კვალიფიციური მასწავლებლის როლი სასკოლო ცხოვრებაში;
  • -სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების როლი სასკოლო ცხოვრებაზე;

რა უნდა წარმოადგინოთ?

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ პოსტერის ნიმუში მაღალი ხარისხის pdf-ში.

წარმოდგენილი პოსტერი უნდა შეიცავდეს:

  • -შერჩეული თემის შესაბამის სლოგანს;
  • -ფოტოს;
  • -ტექსტს (ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სიტყვას).

პოსტერი შეიძლება მოამზადონ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად.

როგორ უნდა წარმოადგინოთ?


კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ მომზადებული პოსტერი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

პოსტერის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 ოქტომბერი.

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: მოსწავლეთა კონკურსი-უკეთესი განათლება საქართველოს ყველა ბავშვს.

წერილში მიუთითეთ: პოსტერის დასახელება, ავტორის სახელი და გვარი, სკოლა, კლასი და ტელეფონის ნომერი.


როგორ მოხდება გამარჯვებულის შერჩევა?

შეიქმნება ჟიური, რომელიც პოსტერებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • -კონკურსის პირობებთან შესაბამისობა;
  • -წარმოადგენილი მასალის ფორმა - შემოქმედებითობა და კრიტიკულობა;
  • -სლოგანის შინაარსი;
  • -პოსტერის ტექსტური ნაწილის შინაარსი და გრამატიკული გამართულობა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პოსტერი.

პოსტერის ავტორებს გადაეცემათ წიგნები (მონაწილეებს გადაეგზავნებათ თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის ჩამონათვალი და ისინი თავად შეარჩევენ სასურველ წიგნებს).

გამარჯვებული მოსწავლეების სკოლებს საჩუქრად გადაეცემათ წიგნები, როგორც მხატვრული, ასევე საგანმანათლებლო ლიტერატურა.

გამარჯვებული მოსწავლეები და მათი სკოლის თითო წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებენ ქსელის ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო კონფერენციაზე. პოსტერები გამოქვეყნდება მედიაწიგნიერებისა (www.medialiteracy.ge) და ბავშვთა კავკასიური ქსელის საერთაშორისო პორტალზე (http://www.caucasuschildren.net/).

გისურვებთ წარმატებებს.

პროექტი ხორციელდება ,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში. ადვოკატირების მიზანია უკეთესი განათლება საქართველოს ყველა ბავშვს. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და ასოციაცია ,,ბილიკი“ არიან კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის წევრი ორგანიზაციები.

შენიშვნა:

სასურველია მომზადებული პოსტერები შესაბამისობაში იყოს ბავშვთა უფლებების კონვენციასთან:

ბავშვთა უფლებების კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და თანაბარი შესაძლებლობის საფუძველზე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათთვის უკეთესი საგანმანათლებლო პირობები. (ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 28.1)

ამავე მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი სკოლებში რეგულარულ დასწრებასა და სკოლიდან განთესილი ბავშვების რიცხვის შემცირებას, სასკოლო დისციპლინის დაცვას იმ მეთოდებით, რომლებიც ბავშვის ღირსების პატივისცემას ეფუძნება.

ბავშვთა უფლებების კონვენცია ხაზს უსვამს სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების მნიშვნელობას, მათ ხელმისაწვდომობას (ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 29.1).