« უკან – პროექტი SYNCS - სტუდენტების შერჩევა

ამოსაბეჭდი ვერსია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს იწვევს პროექტში ,,ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისთვის (SYNCS)” მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების 

გადასაჭრელად. პროექტი ხორციელდებ ასამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World Vision-ის თანამშრომლობით. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

სამოქმედო კვლევა სკოლაში

კვლევითი საქმიანობა სკოლაში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში სამოქმედო კვლევას განსაკუთრებული 

მნიშვნელობა აქვს. სამოქმედო კვლევა არის ინსტრუმენტი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია სკოლების განვითარება, პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფა, სკოლებისა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკავშირება კვლევითი პროექტების 

დახმარებით. შერჩეული სკოლები, კერძოდ კი უფროსკლასელები ითანამშრომლებენ რეგიონულ უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას. სამოქმედო კვლევა უნდა შეეხებოდეს სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას.

სამოქმედო კვლევაში ჩაერთვება 24 წარმატებული სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან (ზუგდიდი, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები). უნივერსიტეტის სტუდენტები ითანამშრომლებენ შერჩეულ სკოლებთან და ერთობლივად განახორციელებენ 

სამოქმედო კვლევას.

მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 12 სექტემბრისა შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScoBESKSt...