« უკან – კონკურსი საჯარო სკოლების შერჩევისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა კახეთის საჯარო სკოლებს იწვევს პროექტში ,,ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისთვის (SYNCS)” მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ვადები 01.02.2016-01.01.2018.

პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World Vision-ის თანამშრომლობით. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

სამოქმედო კვლევა სკოლაში

კვლევითი საქმიანობა სკოლაში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში სამოქმედო კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამოქმედო კვლევა არის ინსტრუმენტი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია სკოლების განვითარება, პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფა, სკოლებისა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკავშირება კვლევითი პროექტების დახმარებით. შერჩეული სკოლები, კერძოდ კი უფროსკლასელები ითანამშრომლებენ რეგიონულ უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას.

სამოქმედო კვლევაში ჩაერთვება 24 წარმატებული სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან (ზუგდიდი, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები). უნივერსიტეტის სტუდენტები ითანამშრომლებენ შერჩეულ სკოლებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას.

რა სახის მხარდაჭერას მიიღებენ სკოლები?

პროექტში ჩართულ სკოლებს მეთოდურ მხარდაჭერას გაუწევენ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

სამოქმედო კვლევის ეფექტურად განხორციელების მიზნით შერჩეულ სკოლებს გადაეცემათ მცირე გრანტი 600 ევროს ოდენობით.

კვლევითი საქმიანობის დასრულების შემდეგ გაიმართება კონფერენცია, სადაც სკოლები საზოგადოებას წარუდგენენ კვლევის შედეგებს.

სამოქმედო კვლევის დასრულების შემდეგ პროექტში მონაწილე სკოლებს სტუდენტებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ინიციატივები/პროექტები, სკოლასა და სასკოლო თემში არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით. პროექტებს ექნებათ ფინანსური მხარდაჭერა.

სკოლების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს პროექტის სამუშაო ჯგუფი და რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

განაცხადების წარდგენა

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოუგზავნონ შევსებული განაცხადი.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 სექტემბერი.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლამ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს 2016 წლის, 20 სექტემბრამდე განაცხადი უნდა წარმოუდგინოს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე

civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: პროექტი SYNCSS_სკოლების შერჩევა

კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს:

თამარ მოსიაშვილი: 599 285515

სიმონ ჯანაშია: 577747739