« უკან – ტენდერი პორტალის შემუშავებაზე

ამოსაბეჭდი ვერსია

ტენდერის დასახელება: პორტალის შემუშავება

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის“. (SYNCS),რომლის მმიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის ონლაინპორტალის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს განათლების სხვადასხვა საფეხურზე მოქმედ ორგანიზაციებს,ახალგაზრდებსა  და სხვა  დაინტერესებულ პირებს გააძლიერონ კავშირები შემდეგი შესაძლებლობების  განვითარებით:

  • გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი საუკეთესო პრაქტიკა
  • გაცვალონ არსებული ელექტრონული რესურსები
  • ხელი შეუწყონ ფონდებისა და სხვა შესაძლებლობების მოძიებას
  • მობილიზაცია გაუკეთონ სხვადასხვა პროექტით დაინტერესებულ მონაწილეებს

პორტალის შემუშავება და დანერგვა რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. პირველ ეტაპზე საჭიროა პორტალის კონცეფტუალური და ტექნიკური შესაძლებლობების დაგეგმვა და ტექნიკური დავალების შემუშავება. შემდეგი ეტაპები მოიცავს პორტალის დიზაინსა და ტექნიკურ გამართვას; პორტალის მართვის სახელმძღვანელოს შემუშავებასა და მართვით დაკავებული პერსონალის დატრენინგებას; პორტალის გამოცდა და დახვეწა; პორტალის მარკეტინგი.

პირველი ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი იქირავებს კონსულტანტს. კონსულტანტის ვალდებულებაა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ჯგუფთან თანამშრომლობით განსაზღვროს:

  • პორტალის ძირითადი ფუნქციონალობა, დიზაინის ძირითადი ელემენტები და სასურველი ტექნიკური მახასიათებლები;
  • პორტალის სტრუქტურა (გვერდების, აპლიკაციების, რეპოზიტორების და სხვა ელემენტების გათვალისწინებით);
  • პორტალის ძირითადი აუდიტორია, მონაწილეები და მათთთვის პორტალის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები;
  • პორტალის ადმინისტრირებისთვის საჭირო პროცესების სქემა (მომხმარებლების, სარეზერვო ასლების, ჰაკერული და სპამერული შეტევებისგან დაცვის, შინაარსის და ა.შ. მართვის);
  • რეკომენდაციები პორტალის სასურველი ძრავის, ჰოსტინგის და საჭირო სოფტის შესახებ.


სამუშაოების შესრულების შედეგად, სამუშაოზე აყვანიდანორი თვის განმავლობაში, კონსულტანტმა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს :

  • 1.ვებპორტალის შემუშავების დეტალური ტექნიკური დავალება ვებ-დიზაინერული კომპანიისთვის
  • 2.პორტალის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ძირითადი პროცესების აღწერა

დავალებისდამატებითიპირობებია:

ა) ვებდიზაინერული კომპანიის შერჩევისა სსამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის კონსულტირება

ბ)ვებდიზაინერული კომპანიის მიერ შემუშავებული პორტალის პირველი მონახაზების შეფასებაში მინიმუმ ორჯერ  მონაწილეობა და ზეპირირეკომენდაციებისშემუშავება.

კონსულტანტის სასურველი კვალიფიკაცია:

  • ვებდიზაინერულ ან სოციალური ქსელების შექმნის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება
  • კომპიუტერული და ვების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა
  • ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბების კომპეტენციები
  • ინოვაციური პროდუქტების/სერვისების შემუშავების გამოცდილება

კონსულტანტობის მსურველმა,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ფიზიკური პირებისათვის:

  • 1.ავტობიოგრაფია (CV)
  • 2.რელევანტურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა. სასურველია იმ ვებგვერდების ან პროექტების მისამართების მითითება, რომლების განვითარებაშიც კანდიდატს აქვს მონაწილეობა მიღებული;
  • 3.შესაქმნელი პორტალის ტექნიკური დავალების სტრუქტურის მონახაზი (სარჩევი თითოეული ელემენტის მოკლე აღწერით);
  • 4.ფინანსური შემოთავაზება, სამუშაოების ჯამური ფასის გათვალისწინებით ეროვნულ ვალუტაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ეს ინფორმაცი აუნდაშეავსონ დანართი1-ის შესაბამისად (კონფიდენციალური ბიზნესკ კითხვარის ფორმა).

იურიდიული პირებისათვის:

  • 1.კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
  • 2.რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 3.ცნობა, რომ კომპანიას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ;
  • 4.ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;
  • 5.ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და პოზიციის მითითებით).

განსახილველი სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ოფისში, დახურულ კონვერტში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილიბელინსკის) 10, 2016 წლის 14 სექტემბერს 11:00-დან 18:00-მდე.

კონვერტს უნდა ეწეროს:

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

პროექტი: სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

ტენდერის დასახელება: პორტალის შემუშავება

პრეტენდენტის გვარი და სახელი (ორგანიზაციის დასახელება)

თარიღი:

საკონტაქტო პირი:

ნინო ბერიშვილი, ninoberishvili71@gmail.com