სამოქმედო კვლევის თეორიული კურსი

კურსის სახელწოდებასამოქმედო კვლევის თეორიული კურსი
სამიზნე აუდიტორიასაჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაცია
კურსის მოკლე აღწერაკვლევის ჩატარება, მისი განმახორციელებლისგან მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების უნარს. აღნიშნული უნარები საჭიროა იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს მის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.პრობლემის ეფექტიანად გადაჭრისათვის, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა კარგად შეისწავლოს მის წინაშე მდგარი საკითხი და მეცნიერული გზით შესწავლის შედეგად, დაგეგმოს მომავალი აქტივობები. საკითხისადმი ასეთი მიდგომა, ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და სასწავლო პროცესის შედეგების გაუმჯობესებას.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, მასწავლებლის მიერ სამოქმედო კვლევის (პრაქტიკული კვლევა) ჩატარების შემთხვევაში მას მიენიჭება კრედიტ-ქულა რაც აისახება მის კარიერულ წინსვლაზე.


სამოქმედო კვლევის თეორიული კურსი მოიცავს 2 პირისპირ შეხვედრას (10 საკონტაქტო საათი). შეხვედრების დროს მსმენელები მოისმენენ ლექციებს კვლევის მიმდინარეობასა და მისი ეტაპების შესახებ. გაიმართება დისკუსიები, ტრენინგის მონაწილეები ადგილზევე შეასრულებენ სავარჯიშოებს, მწვრთნელებისგან მიიღებენ უკუკავშირს და რეკომენდაციებს.

კურსის მიზნები
  • მონაწილეები გაეცნონ სამოქმედო კვლევის არსსა და მნიშვნელობას;
  • შეისწავლონ სამოქმედო კვლევის სტრუქტურა და მიმდინარეობა;
  • გაეცნონ კვლევის ინსტრუმენტებს და შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება;
  • გაეცნონ მონაცემთა ანალიზის ხერხებს;
  • შეისწავლონ ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
  • გაეცნონ კვლევის ანგრაშის სტრუქტურას,
შედეგებიკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • სამოქმედო კვლევის დამოუკიდებლად და კოლეგებთან ერთად ჩატარებას;
  • კვლევის ანგარიშის მომზადებას, გაფორმებას და გაზიარებას;
  • კვლევის თვითშეფასებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
ტრენინგ-კურსის ფორმატიპირისპირ შეხვედრები
კურსის ხანგრძლივობა2 დღე (10 საკონტაქტო საათი)
მსმენელთა რაოდენობაჯგუფში 20 მსმენელი
კურსის ღირებულება60 ₾
მწვრთნელებიდავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი.
დამატებითი ინფორმაცია
  • კურსის მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ ელექტრონულ სერტიფიკატს;
  • კურსის ყველა მსმენელი საჩუქრად მიიღებს სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელოს.