სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი

კურსის სახელწოდებასამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი
სამიზნე აუდიტორიასაჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაცია
კურსის მოკლე აღწერაკვლევის ჩატარება, მისი განმახორციელებლისგან მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების უნარს. აღნიშნული უნარები საჭიროა იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს მის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.პრობლემის ეფექტიანად გადაჭრისათვის, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა კარგად შეისწავლოს მის წინაშე მდგარი საკითხი და მეცნიერული გზით შესწავლის შედეგად, დაგეგმოს მომავალი აქტივობები. საკითხისადმი ასეთი მიდგომა, ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და სასწავლო პროცესის შედეგების გაუმჯობესებას.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, მასწავლებლის მიერ სამოქმედო კვლევის (პრაქტიკული კვლევა) ჩატარების შემთხვევაში მას მიენიჭება კრედიტ-ქულა რაც აისახება მის კარიერულ წინსვლაზე.


სამოქმედო კვლევის პრაქტიკული კურსი მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დისტანციურ სწავლებას. პირისპირ შეხვედრების დროს მსმენელები მოისმენენ ლექციებს კვლევის მიმდინარეობასა და მისი ეტაპების შესახებ. გაიმართება დისკუსიები, ტრენინგის მონაწილეები ადგილზევე შეასრულებენ სავარჯიშოებს, მწვრთნელებისგან მიიღებენ უკუკავშირს და რეკომენდაციებს.


დისტანციური სწავლების დროს ტრენინგის მონაწილეები შეასრულებენ საშიანო დავალებებს, მიიღებენ მწვრთნელებისგან უკუკავშრს, გაიმართება ფორუმები სადაც მსმენელები შეძლებენ ურთიერთშეფასებასა და გამოცდილების გაზიარებას.


კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად ან კოლეგებთან ერთად განახორციელონ კვლევები, მოამზადონ კვლევის ანგარიში და გაუზიარონ სხვებს. რაც ხელს შეუწყობს ტრენინგის მონაწილეებისა და მათი კოლეგების პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლას.

კურსის მიზნებიკურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითრების ხელშეწყობა, კერძოდ;
  • მონაწილეები გაეცნონ სამოქმედო კვლევის არსსა და მნიშვნელობას;
  • შეისწავლონ სამოქმედო კვლევის სტრუქტურა და მიმდინარეობა;
  • გაეცნონ კვლევის ინსტრუმენტებს და შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება;
  • შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეძლონ დასკვნების გამოტანა;
  • შეისწავლონ ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
  • შეძლონ კვლევის ანგრაშის მომზადება და რეფლექსია.
შედეგებიკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • სამოქმედო კვლევის დამოუკიდებლად და კოლეგებთან ერთად ჩატარებას;
  • კვლევის ანგარიშის მომზადებას, გაფორმებას და გაზიარებას;
  • კვლევის თვითშეფასებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
ტრენინგ-კურსის ფორმატიშერეული სწავლება (Blended Learning).
ტრენინგ კუსი მოიცავს 3 პირისპირ შეხვედრას და, დისტანციურ სწავლებას 3 თვის განმავლობაში.
კურსის ხანგრძლივობა3 თვე
მსმენელთა რაოდენობაჯგუფში 20 მსმენელი
კურსის ღირებულება200 ₾
მწვრთნელებიდავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი, ეკა ქუთათელაძე
დამატებითი ინფორმაცია
  • საუკეთესო კვლევითი ნაშრომები გამოქვეყნდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე;
  • კურსის ყველა მსმენელი საჩუქრად მიიღებს სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელოს.