Youth

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი თავისი პირველივე პროექტიდან მუშაობს ახალგაზრდებთან და მოზარდებთან. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით, თბილისსა და დაბა წყნეთში შექმნა ახალგაზრდული კლუბები, სადაც ინტერგრირებული იყვნენ ახალგაზრდები დევნილთა ოჯახებიდან და ადგილობრივი მოზარდები. კლუბების საქმიანობის მიზანი იყო ახალგაზრდების არაფორმალური განათლება. ამავე მიზნით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სახალხო დამცველის ოფისთან საზაფხულო ბანაკების მოსაწყობად. ბანაკებში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ და არაფორმალურ განათლებას ეუფლებოდნენ წარმატებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის აღსაზრდელები.

სამოქალაქოგანვითარებისინსტიტუტმაგანრიდებისადამედიაციისპროგრამისფარგლებშიითანამშრომლაიუსტიციისსამინისტროსდანაშაულისპრევენციისცენტრთან და 42 მოზარდის მონაწილეობით შექმნა ქართული ლიტერატურის ახალი ელექტრონული ანთოლოგია მოზარდებისათვის.

სამოქალაქოგანვითარებისინსტიტუტმა მოამზადა და გამოსცა ფორმალური დებატების სწავლების დამხმარე სახლემძღვანელო ახალგაზრდებისათვის.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს სტუდენტებთან. ამ თანამშრომლობის შინაარსია როგორც სადისკუსიო კლუბების საქმიანობა (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო), ასევე, ახალგაზრდების მოტივირება არჩევნებში მონაწილეობისთვის და ადგილობრივ თვითმმართველობასთან სისტემური თანამშრომლობისთვის (ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი).